LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს

40
შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“  ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მმართველი პარტია არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ამომრჩევლის ნებაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ დეპუტატმა ბათუმის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

კითხვაზე – „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 49,2%;

„ნაციონალური მოძრაობა“ 29,8%;

„საქართველოსთვის“ 4,1%;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,8%;

„ლელო“ 2,1%;

„პატრიოტთა ალიანსი“ 1,9%;

„მესამე ძალა“ 1,2%;

„მოქალაქეები“ 1,2%;

„ლეიბორისტული პარტია“ 1,1%;

„ევროპული საქართველო“ 1,1%;

„გირჩი“ 0,6%;

სხვა პარტიები 4,9%.

ცნობისთვის, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2 690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ს შეადგენს.

magti 5g