LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის პოტენციალი: საქართველოს შეუძლია, ქვევრის ღვინოების ტრენდი შექმნას და მსოფლიომ ჩვენ გვისმინოს

231
Beloe-vino-kvevri-RcHZnUZ-l6dsIT2-11

კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი გადაცემაში „Forbes კვირა“ ქართული ღვინის უდიდეს პოტენციალზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია, ქვევრის ღვინის ტრენდი შექმნას და მსოფლიომ ჩვენ გვისმინოს.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოში მეღვინეობის დარგი ვითარდება, ბოლო პერიოდში ქართულ მეღვინეობაში ინტენსიური ინვესტიციები იდება და ბევრი ახალი საწარმო იქმნება. შედარებით შემდგარი საწარმოები კი რეინვესტირებას ახდენენ.

„ისტორია და ტრადიციები, რაც გვაქვს კარგია, მაგრამ ის ბოლო სიახლეებიც უნდა ჩამოვიტანოთ, რომელიც მსოფლიოშია, რადგან ჩვენ ამის უნარი გვაქვს. არამარტო უნდა ვუსმენდეთ და მივდევდეთ ტენდენციებს, არამედ ქვეყანას იმის პოტენციალიც აქვს, რომ რაღაც ტენდენციები შევქმნათ. ქარვისფერი ღვინოების ტენდენცია მაგალითია იმის, რომ საქართველოს შეუძლია, ქვევრის ღვინოების ტრენდი შექმნას და მსოფლიომ ჩვენ გვისმინოს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „Forbes კვირა“-ში.

მისივე ინფორმაციიით, კომპანია „თბილღვინო“ წლიდან წლამდე საწარმო სიმძლავრეებს ზრდის და ეს ზრდა ბაზარზე არსებული ბოლო თაობის ტექნოლოგიებით ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g