LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: არანაირი დიპლომატების მოსმენა საქართველოში არ ხორციელდება

43
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატების მოსმენები საქართველოში არ მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ვერცერთი საინტერესო ინფორმაცია ამ ე.წ. მოსმენებიდან ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ გავიგეთ.

„აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რას გააგრძელებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ვერცერთი საინტერესო ინფორმაცია მათ ვერ გამოაქვთ. არანაირი დიპლომატების მოსმენა საქართველოში არ ხორციელდება. მომავალში რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

გახარია: ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა – გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოძიება!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g