საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატები საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ახალი სტრატეგია, წელს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, მზადება 2024 წელს ევროკავშირში მომავალი წევრობის თაობაზე განაცხადის გასაკეთებლად – დეპუტატები ამბობენ, რომ თემები მრავალფეროვანია.
ქართველი პარლამენტარები ბრიუსელში ევროპელ კოლეგებსაც ხვდებიან.
ევროპარლამენტიდან 7-კაციანი დელეგაცია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვა.