LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონ დოლარს აძლევს

42
ენერგია

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა, რომლითაც მხარს დაუჭერს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით.

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ევგენი ჟუკოვის განცხადებით, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომპანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად“, – აცხადებს ჟუკოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g