LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Moody’s: ეროვნული ბანკის ახალი საბანკო რეგულაციები კრედიტ პოზიტიურია

127

სარეიტინგო სააგენტო Moody’s საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ საბანკო რეგულაციებს აფასებს. Moody’s აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ მაკროპრუდენციულ ზომებს დაემატა ცვლილებები, რომლის მიზანია ბანკების მიერ ჯანსაღი დაფინანსების სტანდარტების წახალისება.

სარეიტინგო სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ცვლილება შეანელებს საბანკო ბიზნესის ზრდას, განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სამომხმარებლო დაკრედიტების სეგმენტში, თუმცა შეაკავებენ შინამეურნეობების დავალიანებას და საკრედიტო რისკს ბანკების სწრაფად მზარდი საცალო სესხების პორტფელში, რაც კრედიტ პოზიტიურია (credit positive).

Moody’s აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საცალო დაკრედიტების ზრდა მშპ-ს ნომინალურ ზრდას უსწრებდა, რაც 2017 წელს 12% იყო. რაც შეეხება ბანკების საცალო სესხებს, წლიურმა ზრდამ 2017 წლის დეკემბრისთვის 28% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში 19%, მაშინ, როცა კორპორატიული სესხების ზრდა იმავე პერიოდში 11%-ია.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g