LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს – 30 ოქტომბერს ჩატარდება

66
ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი მონაცემები ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ პირველ ტურში გამარჯვებულად მიიჩნევა პირი, რომელიც 51%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მეორე ტური გაიმართება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ჩატარდება და ცესკო გამარჯვებულად მეორე საარჩევნო სუბიექტს გამოაცხადებს.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში კანდიდატს აღარ აქვს 51%-ის გადალახვის ვალდებულება. გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.

magti 5g