LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ბირთვული შეთანხმების შესრულების გააგრძელებისკენ მოუწოდებენ

82

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ირანს მოუწოდებენ, გააგრძელოს 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა აღნიშნული შეთანხმება დატოვა.

„მოვუწოდებთ ირანს, აშშ-ს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ თავშეკავებულობა გამოიჩინოს. ირანის ხელისუფლებამ საკუთარი ვალდებულებების შესრულება უნდა გააგრძელოს. გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ინარჩუნებენ შეთანხმებისადმი ერთგულებას და მზად არიან მის სხვა მონაწილეებთან მუშაობა გააგრძელონ, რათა შეთანხმების პირობების შესრულება არ შეჩერდეს,“ – ნათქვამია მერკელის, მაკრონისა და მეის ერთობლივ კომუნიკეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g