LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხნის გახსნის ცერემონია გაიმართება

140

ქვემო ალექსეევკაში, ნავთისხევში, დღეს ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.

როგორც „ფორტუნას“ „საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ქარხნის საზეიმო გახსნის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.

ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია. ფონდში აცხადებენ, რომ ATC – ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g