LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტოლოგმა ყავის მისართმევად საუკეთესო დრო დაასახელა

121
539787-istock-654248756-2

ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაასახელეს საუკეთესო დრო, როდესაც ყავის მირთმევა მაქსიმალურად სასარგებლოა.
ცნობილი ექიმის კრისტინა ტაულის აზრით, დილით მირთმეული ფინჯანი ყავა ნივთიერებათა ცვლის პროცესს სწორად წარმართავს და წონის კლებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, კარგი განწყობა დღის ბოლომდე გარანტირებულია.

სპეციალისტი ყველას ურჩევს, რომ გაღვიძებისთანავე ლიმონიანი წყალი მიირთვან, დაახლოებით ნახევარი საათის გასვლის შემდეგ კი საუზმესთან ერთად ყავა დალიონ. ყავა არა მხოლოდ სიფხიზლეს შეუწყობს ხელს, არამედ შიმშილის გრძნობასაც შეამცირებს.

„საუზმის დროს მირთმეული ყავა ზედმეტი საკვების მიღების სურვილს გაგიქრობთ. რამეთუ დილაობით ბევრ ადამიანს მადის დამორჩილება უჭირს,“ – დაადასტურა კოლეგის სიტყვები დიეტოლოგმა ლიზა რიჩარდსმაც.
სპეციალისტები რეკომენდაციას შავ, უშაქრო ყავას უწევენ. „კალორიები ჯანსაღი საკვებისგან უნდა მიიღოთ, ძალიან ტკბილი ყავა კი – უსარგებლო კალორიებია.“

დიეტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ყავა მადის დასაქვეითებლად არ უნდა გამოიყენოთ და დღის განმავლობაში დაბალანსებული რაციონი უნდა გქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები