LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი და ალიევი ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

66
081300029649

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. Pandora Papers-ის დოკუმენტებში ნახსენები ლიდერები ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს ოფშორებში დამალული აქტივები აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ოფშორებში დამალული აქტივების ფლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. დოკუმენტების მიხედვით ის და მისი ოჯახი საიდუმლოდ 500 მილიონ აშშ დოლარის ქონებას ფლობენ. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის ხელისუფლება არ ადასტურებს.

ვინ რა დამალულ ქონებას ფლობს - ბიძინა ივანიშვილი პუტინთან, ალიევთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად Pandora Papers-ში მოხვდა

მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებ ახალი მასალები გამოქვეყნდა

შეგახსენებთ, მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებ ახალი მასალები გამოქვეყნდა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) Guardian-თან და BBC-ისთან ერთად აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც Pandora Papers-ის სახელით ერთიანდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები