მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება “კროტით” მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, 5 და 9 წლის ბავშვები მკურნალობას ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში გადიან. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.
როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად, მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება “კროტი” შეჭამეს.