LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნგრევის მიზეზი შესაძლოა, რემონტისას საყრდენი კედლის გამოცლა იყოს, რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზეა – შს მინისტრი

464
4545

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა შესაძლოა ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოების დროს საყრდენი კედლის გამოცლა გამხდარიყო.

მინისტრის თქმით, განიხილება სხვა ვერსიებიც, თუმცა 90%-იანი სარწმუნოობით ბუნებრივის აირის ვერსია გამოირიცხა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვერსია გამოძიების ფარგლებში დადასტურდება, შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცემიან:

ნანგრევებში სავარაუდოდ,10-15 ადამიანია მოყოლილი… მძიმე სიტუაციაა ნამდვილად – გომელაური

“წინასწარი მონაცემებით იყო რამდენიმე ვერსია, გაზის ვერსიაც განიხილებოდა თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშოები მიმდინარეობდა და შეიძლება ეს იყოს მიზეზი, გამოძიებით დადგინდება.

შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლის მიზეზი. თუ ეს დადასტურდება პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. სახლში კეთდებოდა სარემონტო სამუშაოები. დაშენება არ ხდებოდა და ა.შ.

შიგნით რას აკეთებდნენ… ხალხი მიყვანილია, გამოკითხვა მიმდინარეობს”, – ამბობს გომელაური.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g