LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა იქნება ბოლომდე, ხვალ ველოდებით მთელ ზუგდიდს: ნიკა მელია

414
ნიკა-მელია-1

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ხვალ, ზუგდიდში 20 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან აქცია გაიმართება, სადაც „მთელ ზუგდიდს ელოდებიან“.

მისივე განმარტებით, ყველას მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა გააგონონ მკაფიო ხმა და პასუხი, რომ არ აპირებენ უკან დახევას და უსამართლობისთვის თვალის გასწორებას.

„სამწუხაროდ, ახლა, ვიდრე ვსაუბრობთ „ქართული ოცნება“ ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში. იცით რა იკადრეს ზუგდიდში, ღამით ქურდულად, პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულად. ამასთან შეგუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ნაცვლად დღეს გასამართი აქციისა, ვთხოვ ზუგდიდელებს, ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ხვალ, 20:00 შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ყველას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას გავაგონოთ ჩვენი მკაფიო ხმა და პასუხი, რომ ყველა დავარწმუნოთ, არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას და არავინ არ ვაპირებთ, თვალი გავუსწოროთ უსამართლობას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ხვალ ველოდებით მთელ ზუგდიდს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g