LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი: განჩინებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ

134
გიგა ჯეირანაშვილი - ადვოკატი

ბრიტანელი ტურისტის, ტომ კენედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

ბრალდებულების უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ბრიტანელი მუსიკოსი წყალში არ გადაუგდიათ და ის გაქცევისას მდინარეში თავად ჩავარდა.

ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ძმა: ხუმრობა ეგონა, არ იცოდა, რომ პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა

„48 საათში ამ განჩინებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ. ბრალდებულებმა თავისი პოზიცია გარკვეულწილად გააჟღერეს, მაგრამ ჩვენი პოზიცია გახლდათ, რომ არ იყო სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს პატიმრობასთან დაკავშირებით ემსჯელა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა.

ცნობისთვის, გორის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათგან ოთხს ბრალად განზრახ მკვლელობა და ძარცვა ედებათ, ხოლო მეხუთეს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 8 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის ტურისტი, ტომ კენედი გორში 7 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების თანახმად, 4 პირი უცხოელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდო.

მომხდარზე შსს-მ 5 პირი გუშინ, 10 ოქტომბერს დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g