LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: არცერთი ნამამაძაღლარი არაა, საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი

84
3

პარტია მოქალაქეების ლიდერი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები გამართული იყო და ამისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობას უხდის.

“ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ, რისთვისაც თავი გადავდეთ, მართლა განხორციელდა. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული. საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღე იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად – გამართული და აბსოლუტურად გამართული.

არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა. თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ, რითიც ძალიან ვამაყობთ”,- განაცხადა ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g