13 მაისს რუსთაველის გამზირზე კონტრაქციის დროს დაკავებულ 10 აქტივისტს სასამართლომ ფულადი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. კონტრაქციის წევრები, რომელთა შორის ე.წ. “ქართული მარშის” წარმომადგენლებიც არიან, პოლიციამ 13 მაისს დააკავა.
აქტივისტები 12 მაისს კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ და მათ დაშლას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ.