LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდგორობა გამოცხადდეს სახელმწიფო-ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ” – “ქართულმა მარშმა” პრემიერს წერილი დაუტოვა

81
ფგჯჰსდჰსდ

დიდგორობის სახელმწიფო-ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების მოთხოვნით “ქართულმა მარშმა” მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეიტანა. ისინი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ 12 აგვისტო ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადოს.

“დიდგორობა არის ჭიაკოკონობანა და უბრალო დღესასწაული, ეს არის ქართველი ერის ყოფნა- არ ყოფნის გადაწყვეტის დღე, როდესაც გაიმარჯვა და დაიმკვიდრა უფლება, რომ ჰქონოდა საკუთარი, ძლიერი სახელმწიფო.

900 წლის იუბილე სრულდება ამ დიდი გამარჯვებიდან და ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს დიდგორობა, როგორც საერთო სახალხო ეროვნული დღესასწაული. – აცხადებს “ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები