LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული მარშის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „თბილის პრაიდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა სურს

82
ირაკლი შიხიაშვილი

„ქართული მარშის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „თბილის პრაიდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა სურს. ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, მათ უნდათ, რომ „ქართული მარშის“ მოსაზრებები „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს გააცნოს. „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შესაბამისი მოთხოვნით წერილი „თბილისი პრაიდის“ შენობაში დატოვა.

შიხიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შფოთვა და დესტაბილიზაცია არავინ არ უნდა გამოიწვიოს.

ჩემი მოსვლის მიზანი გახლავთ, რომ პრაიდის წარმომადგენლობას და მის ხელმძღვანელს, გიორგი თაბაგარს გადავცე ჩვენი წერილი, სურვილი გვაქვს, ვისაუბროთ მათ მიერ დაგეგმილ ე.წ. ღირსების მარშთან დაკავშირებით და ვუთხრათ ჩვენი არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ამ აქციის გამართვა. ოღონდ, ეს გვინდა ცივილურ ფორმაში, რომ არ ჰქონდეს ვინმეს იმის წარმოდგენა, თითქოს აქ ვართ, როგორც მოძალადეები ან ჰომოფობები. მე მოვედი მარტო და ვსაუბრობ პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით. საუბარს წინ არაფერი უდგას. მოვედი მათთან არა, როგორც განსხვავებული​ ორიენტაციის ადამიანებთან, არამედ, როგორც ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებთან, რომელთაც გააჩნიათ უფლებები. ჩვენს მოწოდებას თუ არ გაითვალისწინებენ, წარმოაჩენენ საკუთარ სახეს. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მათი უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს ჩემი ღირსების და ღირებულებების შეურაცხყოფის ხარჯზე.

მივმართავ ჩემს ქვეყანაში აკრედიტირებულ იმ ელჩებს, რომელთაც აქვთ სურვილი ამ აქციაში მხარდამჭერი როლი შეასრულონ. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ ჩემი მეგობარი ქვეყნების ელჩები, რომელთაც გაქვთ ვალდებულება ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა გააღრმაოთ. როდესაც ქართული ტრადიციული საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა ასეთი ტიპის პროპაგანდით ჩატარებული აქციები, მაშინ არ უნდა იყოთ თქვენ ამის მაპროვოცირებელი და ხელშემწყობი, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს უარყოფით დამოკიდებულებას. ჩვენ გვინდა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველო გაერთიანდეს, იცხოვროს ევროპულ ოჯახში და ასეთი ძალადობრივი მოქმედებით საზოგადოებაში განწყობა ცუდისკენ იცვლება, თქვენ გახდებით ოკუპანტის სურვილებზე და ინტერესებზე წყლის დამსხმელი. თქვენი მიზეზით შეიძლება ქართველმა ერმა შეიცვალოს პოლიტიკური ორიენტაცია, რადგან ის ვერასდროს შეიცვლის თავის ქრისტიანულ მრწამს, დაფიქრდით ამაზე. ნუ გააკეთებთ წინდაუხედავი ნაბიჯით პროვოცირებას იმის, რომ მოხდეს ცნობიერების შეცვლა“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები