LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა – DFRLab

184
BeFunky-collage (7)

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით, საუბარია ჯამში 70 აქტივზე, რომლებიც თავს ნიღბავდნენ, როგორც გასართობი და სავაჭრო პლატფორმები.

ქსელში შედიოდა: 24 Facebook გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი. Facebook-ის სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობისა და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.

“ამ ქსელზე თავსდებოდა მიმდინარე ახალი მოვლენები ქართულად, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის, პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის კრიტიკის შესახებ. ქსელი ჩვენ ატლანტიკურ საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ ამ საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის განხილვის შედეგად მოვიძიეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ქართულ მარშთან ასოცირდებოდნენ, პოლიტიკურ პარტიას საქართველოში და მის ახალგაზრდულ ფრთასთან”. – ვკითხულობთ “ფეისბუქის” განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები