ივანიშვილის ბიზნესცენტრთან 3 აქტივისტი დააკავეს. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განგვიწხადეს, სამივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, აქციაზე აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სახლთან სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცნენ.
აქტივისტი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ აქციები იქნება პერმანენტული და მათი მიზანია ექსპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურამდე გათავისუფლდეს.