ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გრძელდება.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“, – განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა