სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ კარალეთში განუცხადა, სადაც დღეს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი.
“ხდება სკოლების, კლასების დახურვა, რადგან ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეპიდსიტუაციის შეფასებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგულაციების მნიშვნელობას.
“არის მნიშვნელოვანი ირიბი რეგულაციები, მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია და რამდენიმე სახის ბიზნესი მის გამოყენებაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისა და ბიზნესისთვის.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, დაინფიცირდა 2479, გარდაიცვალა კიდევ 42 პირი
ამავე თემაზე:
ვითარება უარესდება, ახალი ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო – გამყრელიძე