LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩამოგდებულ “ისკანდერზე” რუსული წარმომავლობის კვალი შენარჩუნებულია – წულუკიანი

232

2017 წელს და მიმდინარე წლის აპრილში მიკვლეულია „ისკანდერის“ ნაწილები, რომლებზეც შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ იარაღი  ნამდვილად ნაწარმოებია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“2017 წლამდე რუსეთი საქართველოს საყვედურობდა, რომ გორში 12 აგვისტოს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ქართველების გამოგონილი ამბავია, რუსეთი ამბობდა, რომ ფოტო მასალა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლანდიაშიც, ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმიდან გამომდინარე არსებობს, ფოტოშოპია. ჩვენი ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად, 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ დაახლოებით 800 კგ იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ნამდვილად ეს იარაღია,  ნამდვილად ნაწარმოებია რუსეთის ფედერაციის მიერ და რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა,” – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, „ისკანდერის“ პირველი ნაწილების მოვიპოვების შემდეგ ექსპერტიზისთვის ჰააგის სასამართლოს მიმართეს.

„ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს ექსპერტიზისთვის მაშინვე, როგორც კი „ისკანდერის“ პირველი ნაწილები მოვიპოვეთ. ეს ექსპერტიზა ჩატარდა. გვაქვს ბევრი სხვა მტკიცებულება, რადარების მონაცემები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ქართულ სივრცეში ამ პერიოდში მხოლოდ რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და იქ ქართული შენაერთები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენ ასევე, გვაქვს სეისმოლოგების დასკვნები,” -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ზეპირი მოსმენა 23 მაისს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g