LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ ახტალაში 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა

148

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა იყიდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური “კურორტი ახტალა” აუქციონზე 16 მაისს გაიტანა. აუქციონი14 ივნისს დასრულდება. “კურორტ ახტალას” საწყისი ღირებულება 3 755 000 ლარია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის: ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g