LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობა მინიმუმამდე შემცირდა

98
taflebi

ქართულ თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობა 8%-მდე შემცირდა. როგორც „ჯარას“ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ასლან შაქარაძე ამბობს, თუ 2019 წელს თაფლში მავნე ნივთიერებების რაოდენობა 54%-ს შეადგენდა, ბოლო მონაცემებით, ეს მაჩვენებელი მინიმუმამდეა შემცირებული. საკითხზე მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ქართულ თაფლზე უცხოეთში მოთხოვნა იზრდება.

„როცა პირველ შეკვეთას შედარებით მცირე მოცულობით ვაგზავნით, შემდეგი შეკვეთისას, დამკვეთის მხრიდან მოცულობა იზრდება. ეს მანიშნებელია იმის, რომ თაფლი არის ხარისხიანი და საზღვარგარეთ გვჭირდება მხოლოდ კარგი რეკლამა,” – აღნიშნა ასლან შაქარაძემ.

შეგახსენებთ, ქართული თაფლი იმ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შორისაა, რომლის რეალიზაცია ევროკავშირის ბაზარზე დაშვებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები