LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

585
ანასტასია შატალოვა

თბილისში მოკლული 25 წლის ანასტასია შატალოვას დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. როგორც გარდაცვლილის დედამ აღნიშნა, შატალოვას ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის გარდა, კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

„მომხდარის დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი ის, რასაც მედია გადმოსცემს. ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია. ჩემი მეუღლე საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს,“ – განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ანასტასია შატალოვას დედამ, რომელიც რუსეთში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია შატალოვა 17 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში მოკლეს. საბურთალოზე, კერძოდ კი, გაზაფხულის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს, მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.

ანასტასია შატალოვას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა ჰქონდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.

თბილისში მომხდარი მკვლელობის გამო, გუშინ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც ბერიძემ ჟურნალისტებთან თქვა, სამართალდამცველებს ის არ დაუკითხავთ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

საქმეზე დაკავებულია 3 პირი, მათ ბრალს დღეს წარუდგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, მისი აყვანის ღონისძიებაზე სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დროული დაკავება შეძლო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g