LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა თქვა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ ქვეყანაში სასამართლოს პოლიტიზირება დასრულებული არ არის: კუბილიუსი

66
1

“გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა.” – ამის შესახებ ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა ენდობოდეს და პატივს სცემდეს ყველა დანარჩენი ქვეყანა.

მისივე თქმით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში, მიმდინარე მოვლენებზე მან ისაუბრა როგორც ოპოზიციასთან, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. “ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს.” – თქვა მან.

“მოხარულები ვიქნებოდით, რომ დაგვენახა – საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს, შეუერთდეს ევროკავშირს და პოლიტიკოსებმა ეს უნდა უზრუნველყონ.

ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ შუალედურ სტატუსზე, ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ძალიან ნათელ საბაზო პირობებს – დემოკრატიის ზრდასრულობასა და კანონის უზენაესობას. ერთიან ბაზარს არ შეუძლია მუშაობა კანონის უზენაესობის გარეშე ნებისმიერ ქვეყანაში, ეს ძალიან მარტივია. თქვენი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა ენდობოდეს და პატივს სცემდეს ყველა დანარჩენი ქვეყანა.

რაც შეეხება ვითარებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენს პირველ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე მქონდა საუბარი ორივე მხარესთან, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს.” – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

პოპულალურები