ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ცდება.
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მილიონი მოქალაქიდან, ერთ მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი – 500,833 პირი სარგებლობს.
ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც ერთიანობაში საკმაოდ მაღალია.
2014-1017 წლებში, მთლიანობაში, სხვადასხვა მიზეზით, სოციალური დახმარების მიღებაზე საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი. უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში ხდება: შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგი ქულა, ოჯახის მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების საკითხი, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებთან და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა.
2014-2017 წლებში, მათ შორის სოციალურად დაუცველთა შემწეობაზე მიღებაზე უარის თქმის საფუძველი – 260 შემთხვევაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის პატიმრობა გახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც დასახელებულ პერიოდში შეუწყდათ სოციალური დახმარება – აღნიშნულ პირთა რაოდენობამ 333 939 პირი შეადგინა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, მზარდია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ისევე, როგორც მზარდია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა.