LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი ცოლთან ერთად 130 ათას ფუნტიან აუდის ელექტროქარზე გადაჯდა

37
audirs

ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი, Earthshot Prize-ის დაჯილდოების პირველ ცერემონიაზე ახალი ავტომობილით მივიდნენ. როგორც პაპარაცების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, გარემოს დაცვის საკითხში შეტანილი წვლილისთვის გამართულ პრემიაზე გამოსაჩენად სამეფო წყვილმა შესაბამისი ავტომობილი შეარჩია – სრულად ელექტრონული Audi RS e-tron GT. მოდელის ფასი დიდ ბრიტანეთში 110 950 ფუნტი სტერლინგიდან 133 105 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს.

Audi RS e-tron GT – ეს არის ელექტროქარის ტოპ-ვერსია, რომლის პრემიერაც ამ წლის თებერვლის თვეში შედგა. ავტომობილი პლატფორმა J1-ზეა აგებული და ეს სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც Porsche Taycan-მა მიიღო. მოდელის ორძრავიანი აგრეგატი 598 ცხენის ძალას ავითარებს და პირველი 100 კმ-ს განვითარება 3,3 წამში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.

ცერემონიის ფოტოები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა რომ იულიამმა კენსინგტონის სასახლეში დასამუხტი სადგური დაამონტაჟა.

4 საუკუნოვანი ისტორიის მქონე რეზიდენციის ტერიტორიაზე მსგავსი მოწყობილობა პირველად გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები