„არ მინდა, რომ ქართული ოცნება ჩამოიშალოს და ის პრაქტიკა იყოს, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, „ერთი პარტიის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს“.
„მე არ მინდა, რომ ქართული ოცნება ჩამოიშალოს. იმიტომ კი არა, რომ მჯერა, მათ რაიმე ღერძი გააჩნიათ იდეოლოგიური. უბრალოდ არ მინდა პრაქტიკა, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება. ესეც მინდა დამთავრდეს და მინდა, ჩვეულებრივი ამბავი გახდეს ერთის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა და მერე პირიქით, ესეც დასამკვიდრებელია“, – აცხადებს ხოშტარია.