LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Range Rover-ის დიზაინი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გასაჯაროვდა

41
rangerover

Range Rover-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება და ქსელში მოდელის ამსახველმა კადრებმა გაჟონა. როგორც მოსალოდნელი იყო მეხუთე Range წინამორბედი მოდელებისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა ზოგიერთი სტილისტიკური გადაწყვეტილება ყურადღებას მაინც იმსახურებს.

ახალი Range Rover მინიმალიზმის განსახიერებაა. ყველგანმავალი ამ ნიუანსის გამო ძალიან კონცეპტუალურად გამოიყურება. გვერდიდან შეხედვის შემთხვევაში პირველი რაც თვალში მოგხვდებათ არის პანორამული ფანჯრები, რამაც ავტომობილი თითქოს უფრო მსუბუქი გახადა.

სალონში განსხვავებული წინა პანელი, ახალი საჭე და მულტიმედიური სისტემის მასობრივი ეკრანი გაჩნდა.

რაც შეეხება სიახლის ტექნიკურ დეტალებს, საბაზისო ვერსია D250 დიზელის „ექვსიანს“ მიიღებს და 250 ცხენის ძალა ექნება. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 173 700 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები