ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დაძლევის ერთადერთ რეალურ გზად რჩება. მისი შეფასებით, საქართველოში არის ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობა.
„აცრილია სულ 20 პროცენტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა საკმარისი მოცულობის და მივაღწიოთ წლის ბოლოსთვის დასახსულ სამიზნეს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტვ „იმედთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი.
