საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა გაეროში, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო შოთა რუსთაველის მარკის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმიც აჩვენეს.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი და გენერალური მდივნის თანაშემწე.