ოჯახის წევრები და პოლიცია 23 წლის გოგიტა გოგიტიძეს ეძებენ. ის ქობულეთში, სახლიდან 12 მაისს დილით გავიდა. სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ გოგიტიძე ბათუმში ჩავიდა და შემდეგ უკან ქობულეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება.
დაკარგული ახალგაზრდის ახლობლების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის წევრებს დაკარგვის შესაძლო ვერსიები არ აქვთ. ოჯახი სთხოვს მოსახლეობას, თუ ფლობთ ინფორმაციას გოგიტა გოგიტიძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით ნომერზე 577 08 0 5 48;