LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარი რომ დაირეკა, მოირბინა ჩემს მაგიდასთან და დედაჩემი იყავიო რა – მთხოვა პატარა ბიჭმა – მასწავლებლის ემოციური ისტორია

596
14

პედაგოგი ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მას გადახდა.

ნანა ბეკოშვილის ფეისბუქსტატუსში ვკითხულობთ, როგორ სთხოვა პატარა ბიჭმა ყოფილიყო მისი დედა.

„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა ჩემს მაგიდასთან და დედაჩემი იყავიო რა – მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს… კარგი, ვიქნები – მეთქი, იმწამსვე დავპირდი.

ძალიან უბრალოდ, საიდუმლოდ დავდეთ შეთანხმება და ვიგრძენი, რომ საიდანღაც ამოვიდა მზე, დილიდან რომ ველოდი.

მაინც, რა სწრაფად ამოვიდა და როგორ უცნაურად გაანათა კლასი. აი, ასე გავხდი ძალიან დედა, ვეებერთელა დედა.

ნუ ეყოლება მასწავლებელი, მთავარია ჰყავდეს ის, ვინც საკლასო ოთახში ფეხსაცმლის თასმებს შეუკრავს, თმებზე ხელს გადაუსვამს და ჩასჩურჩულებს : მასწავლებელი გიყურებს, არ იცელქო“!- წერს ნანა ბეკოშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g