LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარნოვის ქუჩაზე 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა

113

ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ოთახი და სასხვენო გადახურვა, მთლიანობაში 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა განუცხადა.

მისივე თქმით, არსებობდა ხანძრის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

„ხანძრის ქრობასთან ერთად, მიმდინარეობდა ხალხის ევაკუაცია ქვედა სართულებიდან. ადგილზე მობილიზებული იყო 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრისგან დაშავებული არავინ არის,“ – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ბარნოვის ქუჩაზე შემთხვევის ადგილი მოინახულა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა ჯიშკარიანმა. მისი განცხადებით, სპეციალისტები შეისწავლიან ზიანის შედეგებს და გონივრულ კომპენსაციას მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც ბარნოვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალდნენ.

მისივე თქმით, ოჯახები, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ბინების რეაბილიტაციამდე, დროებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g