თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს.
„Covid-19 რეგულაციების გამო, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან საზღვარგარეთ გამგზავრებისას, მგზავრი ვალდებულია, აეროპორტში რეგისტრაციისას წარადგინოს მიმღები ქვეყნის მიერ მოთხოვნილი, შევსებული სპეციალური ელექტრონული ფორმა. ე.წ Passenger Locator Form-ში მითითებული უნდა იყოს პასპორტის მონაცემები, დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და დამატებით სხვა ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწოთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების, კერძოდ TAV Georgia-ს პერსონალის, მომსახურებაში არ შედის მგზავრისთვის აღნიშნული სარეგისტრაიო ფორმის შევსება. შესაბამისად „ტავ ჯორჯია“ იხსნის ვალდებულებას, აეროპორტების ტერიტორიაზე სხვა კომპანიის მიერ გაწეული ზემოთ აღნიშნული მომსახურების შინაარსსა და საფასურზე.
უცხო ქვეყანაში შესვლის რეგულაციები გთხოვთ იხილოთ ლინკზე – https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/292“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.