LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა

260
250330016-595519394972824-2683618940231531714-n

28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება – საქართველოს ბანკი
SDG 5 – გენდერული თანასწორობა – აჭარა ჯგუფი 
SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – საქართველოს ბანკი
SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები – ეიპიემ ტერმინალს ფოთი
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება – ლიდერი
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეფეს საქართველო  და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი სახლი საქართველო 

ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სპეციალური ჯილდო გადაეცა თიბისი ბანკს.

 

 

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. ასევე დამსწრე საზოგადოებას მიმართა  საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ერიკ ილესმა.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს: დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა;

იაპონიის ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ;

შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, დანიელ მევლიმ;

USAID საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობის კოორდინატორმა, ბევერლი ჰუვერმა;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა;

საკონსულტაციო კომპანია “Egeria Solutions” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ჩუგოშვილმა;

და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლიკა შავიშვილმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში.

კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდენენ ორ ნომინაციაში:

კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – ტვ ბორჯომის ჟურნალისტი ნინო ვართაპეტიანი

და საუკეთესო სტატია (ციფრული), რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ ჟურნალისტი დედიკა კალატოზი.

 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯილდოში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით.

საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

magti 5g