რუსთავი2- ის დამფუძნებელი დავით დვალი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს და “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს მიმართავს.
“ერთი კითხვა არ მასვენებს.. აი ნაციონალების დაბრუნების შიშით ხმას არჩევნებზე ოცნებას ვინც აძლევთ, როგორ ფიქრობთ, სამი წლის შემდეგ, ოცნების მმართველობის 12 წლის თავზე, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა? თან, როგორც გამოცდილება აჩვენებს, კიდევ უფრო გაძლიერებული? იმედია არ გჯერათ, რომ ნაცმოძრაობა რადარებიდან გაქრება.
ჰოდა რატომ გვწირავთ ყველას ამ სამწლიანი კონვულსიებისთვის? არ დაემხობა ოცნება რამდენიმე ქალაქში ოპოზიციის გამარჯვებით. ჯანსაღი კონკურენცია იქნება, ქვეყანას წაადგება”, – წერს დავით დვალი სოციალურ ქსელში.