LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგ-კონგში გამართულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა

78

ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა Vinexpo HK- 2018 გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული კომპანიებისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე მოიძიონ ახალი იმპორტიორები, დაამყარონ ბიზნეს-ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან წელს გამოფენაში მონაწილოებდნენ კომპანიები: “ჯიმშერი“, „ასკანელი ძმები“, „GWS“, „შატო მუხრანი”, „ბესინი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეღვინეობა ხარება“, „ზეარისი“, „თელიანი ველი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“, „თბილღვინო“, „შპს ქინძმარაული“ და „კორპორაცია ქართული ღვინო“.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

“ჰონგ-კონგის Vinexpo HK წელს მეოცედ გაიმართა და ის ღვინის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა, სადაც თავს იყრის ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და მოყვარული მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ექსპორტი და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები“, – აცხადებენ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g