LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს საწვავის ღირებულება საქართველოში – ვისოლის პრეზიდენტი

120
ipiccy-image

საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ რეკორდებს ხსნის. ავტოგასამართი სადგურების ტაბლოებზე ზრდის მიმართულებით ფასები უკვე 10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.

ნავთობიმპორტიორების ნაწილი ფიქრობს, რომ  დღეს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების გაძვირება, მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდით არის გამოწვეული, დაბალანსების ერთადერთი გზა კი 2017 წელს გაზრდილი აქციზის შემცირებაა.

ამავე თემას ეხმაურება „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტიც. სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ამას საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს. ფხაკაძის კომენტარს BM.GE ავრცელებს.

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს”, – განმარტა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g