LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულირების სააგენტო გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს

71
1

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულების 26-29 ოქტომბრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ეს სწორედ ის საავადმყოფოა, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ:

“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სანებართვო და მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაცვის მონიტორინგი განხორციელდა.

გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს “C” შერეული ტიპის დაწესებულებას. ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და ნებართვის დანართებს შემდეგ მიმართულებებში: ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგიული პროფილის საქმიანობა, რეანიმაცია, ფთიზიატრია, ფსიქიატრია, რადიოლოგიური საქმიანობა – რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული საქმიანობა – კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმიური დიაგნოსტიკა, იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

დაწესებულება ამ ეტაპზე არ ახორციელებს საქმიანობას ფთიზიატრიასა და ონკოლოგიაში.

N18 სამკურნალო დაწესებულება ასევე ახორციელებს ამბულატორიულ მომსახურებას ენდოსკოპიური, სტომატოლოგიური და დერმატო-ვენეროლოგიური მიმართულებით.

სააგენტოს თანამშრომლებმა, შეისწავლეს გლდანის N18 დაწესებულების, როგორც სანებართვო პირობებთან შესაბამისობა, ასევე ინფრასტრუქტურული და სამედიცინო პერსონალის ნაწილი.

შესწავლისას გამოიკვეთა, რომ დაწესებულებას გააჩნია 2 საოპერაციო დარბაზი და რეანიმაციული განყოფილება ორ სარეანიმაციო საწოლზე. დაწესებულებას აქვს 2 პორტატული რენტგენო-დიაგნოსტიკური დანადგარი. ფუნქციონირებს ლიფტი მწოლიარე პაციენტებისათვის. უზრუნველყოფილია უწყვეტი წყალმომარაგება და ელექტრომომარაგება. დაწესებულების შემოწმების დროს მიმდინარეობდა მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის ინსტალაციისთვის.

დაწესებულებაში დასაქმებულია 41 ექიმი, მათ შორის: 3 ზოგადი ქირურგი, 4 ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, 3 ინფექციონისტი, 2 ფსიქიატრი, 6 ექიმი ლაბორანტი, 1 სტომატოლოგი, 7 შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, 1 დერმატო-ვენეროლოგი, 1 ფთიზიატრი, 2 რადიოლოგი, 1 კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. მათ შორის ექიმ-კონსულტანტები: 1 კარდიოლოგი, 1 ენდოკრინოლოგი, 1 ოფთალმოლოგი, 2 ნევროლოგი, 1 ოტორინოლარინგოლოგი, 1 უროლოგი, 1 ალერგოლოგი, 1 მეან-გინეკოლოგი, 1 ნარკოლოგი.

ლაბორატორია აღჭურვილია კანონმდებლობის შესაბამისად.” – აღნიშნულია რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g