შიმშილობის მეხუთე დღეს, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
ექიმების განცხადებით, მას სისუსტე და თავბრუსხვევა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში მეხუთე დღეა შიმშილობს.