საზოგადოებრივ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას სთხოვს 7 ნოემბერი ღირსების დღედ გამოაცხადოს. აღნიშნული განცხადება მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „არ აგარევინებთ“გააკეთა.
რუსთაველის გამზირზე გია გაჩეჩილაძე აქციას მართავს
7 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”
მისივე თქმით, 7 ნოემბერი ღირსების და ყველა იმ ადამიანის დღეა, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა.
„ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მართალია, მანამდე იყო ბუტა, სანდო, მაგრამ მასიური ტერორი ზუსტად 7 ნოემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიფიქრე და თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. ეს მინდა, რომ გავაკეთოთ და ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.