LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასიცოცხლო პარამეტრები წინა დღეებთან შედარებით შეიცვალა – რას ამბობს ექიმი

86
ფეფ

“წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, თავს გრძნობს სუსტად, მოგეხსენებათ, შიმშილობის მე-6 დღეა და შესაძლებელია შეიცვალოს მდგომარეობა. სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა, რჩება ნორმის ფარგლებში, მაგრამ შეცვლილია წინა დღეებთან შედარებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ოჯახის ექიმმა მაია ცანავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგას, თუმცა შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, რაზეც ელენე ხოშტარია უარს აცხადებს.

“შესაძლებელია სასიცოცხლო პარამეტრები კიდევ შეიცვალოს და დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ამ ეტაპზე უარს აცხადებს ყოველგვარ მედიკამენტურ ჩარევაზე, ინტრავენურ გადასხმაზე, იღებს მხოლოდ წყალს. ამ მომენტისთვის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, დასჭირდება თუ არა ეს დინამიკაში გამოჩნდება, როგორ შეიცვლება,“ – განაცხადა ცანავამ.

ცნობისთვის, ხოშტარიამ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის ამბობს, რომ მისი ამ მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებს შეცვალოს პროტესტის ფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები