LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება: იანვარი-სექტემბრის შემოსავალი 865 მლნ დოლარს აღემატება

52
245624616-4391565944226687-9045278677943525147-n

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220,705 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც +324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და -71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 205,680 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +313.7%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -69.1%-ით ნაკლები.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188,751 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +331.5%-ით მეტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -57%-ით ნაკლები.

ტურისტული ვიზიტების აღდგენა 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება. 2019 წელთან შედარებით, კლების პროცენტი ყოველთვიურად მცირდება: იანვარში -90.4%; თებერვალი -85.5%; მარტი -84.4%; აპრილი -78.2%; მაისი -77.3%; ივნისი -71.7%; ივლისი -62.6%; აგვისტო -67.2%; სექტემბერი – 61.1%; ხოლო ოქტომბერში -57%-ს შეადგენდა.

2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 1,522,139 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -7.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ათ თვესთან შედარებით -81%-ით ნაკლებია.

2021 წლის ათ თვეში საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 1,393,914 შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.8%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით -79%)

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში 1,281,524-ს შეადგენს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +27.5%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის 10 თვესთან შედარებით -71.1%-ით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%). 2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865,654,831 დოლარს, რაც 366,579,535 დოლარით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%). 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი -1,717,184,741 დოლარით ნაკლებია (კლება -66%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g