შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, 1974 წელს დაბადებული პირი მარნეულში, ხოლო 1992 წელს დაბადებული პირი ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
“სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “ჰეროინის” შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “ჰეროინის” შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.