LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

117

ძლიერმა წვიმამ წუხელ, დედაქალაქსა და რეგიონებშიც პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

მათივე ცნობით, დუშეთიდან უწყებაში 22 შეტყობინება შევიდა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დაშავებულები არ არიან.

გარდა ამისა, უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. შსს-ს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ, კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები კი თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ.

„გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება,“ – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თბილისი-ბათუმი, ზუგდიდი-თბილისი და ფოთი-თბილისის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

რეგიონების გარდა, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა თბილისში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სავაჭრო ცენტრ ‘გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დედაქალაქში 205 გამოძახება დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g