აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საქმიანობას გამოკითხული ამერიკელების 45% დადებითად აფასებს. ამის შესახებ ანალიტიკური სააგენტო Gallup poll-ის გამოკითხვის შედეგებშია ნათქვამი.
გაპრეზიდენტების შემდეგ ეს ტრამპის რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ისინი, ვინც ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებენ, 90%-ს „რესპუბლიკელები“ არიან.
გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით 11-17 ივლისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1511 ადამიანმა მიიღო.